IDFI-მ პროექტის “საჯარო ინფორმაციაზე მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ გახსნის ღონისძიება გამართა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 17 ნოემბერი 2023

2023 წლის 17 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა  (IDFI) გამართა პროექტის „საჯარო ინფორმაციაზე მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ გახსნის ღონისძიება, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს MATRA ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, ქალბატონი მელინე არაკელიანი, IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი,  IDFI-ს კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი დავითური, ასევე,  მედია სექტორის, აკადემიური სფეროს, საჯარო დაწესებულებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. 

 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა. მან ისაუბრა მედიის წარმომადგენლებისთვის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე და მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების საელჩოს პროექტის მხარდაჭერისათვის.

 

მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა მელინე არაკელიანმა და ხაზი გაუსვა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის აქტუალობასა და ინფორმაციაზე მედია სექტორის წვდომის მნიშვნელობას.  ქალბატონმა ელჩმა პროექტზე საუბრისას,  განსაკუთრებით გამოყო ის აქტივობები, რომლებიც ჟურნალისტების საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უნარის გაუმჯობესებას შეეხებოდა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ საელჩოს აქვს IDFI-სთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობის საკითხებზე და წარმატებები უსურვა პროექტის გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში. 

 

IDFI-ს კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი დავითურმა ისაუბრა ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის თავისუფლების გაუარესებულ სტატისტიკაზე და ამ კონტექსტში პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების გაზრდილ რელევანტურობაზე. მან აუდიტორიას წარუდგინა პროექტის ძირითადი მიზნები და დაგეგმილი აქტივობები. 

 

პროექტის მიზანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის გაძლიერება და მხარდაჭერა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, ბრძოლა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემურ სამართლებრივ და პრაქტიკულ გამოწვევებთან. პროექტი მიზნად ისახავს ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემური სამართლებრივი დაბრკოლებების შემცირებას. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024